თბილისში, აფრიკის დასახლებაში, ორდღიანი ძებნის შემდეგ 12 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. 12 წლის გიგა ბაგაშვილი მშობლების დასახმარებლად ჯართს ხშირად აგროვებდა. ის თხრილში, სავარაუდოდ, სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა.
ბავშვის ველოსიპედით მიაგნეს, რომლითაც გადაადგილდებოდა და ადგილობრივემა ორმოსთან შენიშნეს. იქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა.
ზუსტად რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.
12 წლის ბიჭის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.