ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის პირველი სხდომა ოთხი წევრის გარეშე ჩატარდა. სხდომას არ ესწრებოდნენ უმრავლესობიდან კომისიის წევრი რატი სამყურაშვილი, "ქრისტიან-დემოკრატებიდან" ლევან ვეფხვაძე და ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" ორი წევრიდან არც ერთი.
თორთლაძის ფრაქციას კომისიაში წარმოადგენენ ნუგზარ ერგემლიძე და ნუგზარ მარსაგიშვილი. აღსანიშნავია რომ მათი არყოფნის შესახებ ინფორმაციას თუ რატომ არ ესწრებოდნენ სხდომა კომისიის არც ერთი წევრი არ ფლობს. აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრის სხდომაზე დასწრება არის სავალდებულო და ამას განსაზღვრავს კომისიის დებულება.
დებულების თანახმად, თუ წევრი ორი კვირის გამავლობაში ზედიზედ არ ესწრება სხდომას, მისი უფელბამოსილების შეჩერების საკითხი დგება. აღსანიშნავია ისიც, რომ კომისიის დებულების თანახმად, კომისიის სხდომა უნდა გაიმართოს არანაკლებ თვეში ორისა. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის შემადგენლობის 2/3 და ასევე ის პოლიტიკური ჯგუფი ვის მიერაც არის წარგზავნილი წევრი კომისიაში.