ნიდერლანდებში ვინსენტ ვან გოგის აქამდე უცნობი ნახატი აღმოაჩინეს. ნახატი ათწლეულობის განმავლობაში ერთ-ერთი ოჯახის რელიქვია იყო და მემკვიდრეობით გადაიცემოდა.
ტელეკომპანია RTV Drenthe-ს ცნობით, ნახატი, რომელიც შესაძლოა ვანგ გოგს ეკუთვნოდეს, ქალაქ დრენტეში მხატვრის სახლ-მუზეუმს გადასცეს.
მუზეუმის ხელმძღვანელობის განცხადებით, ცოტა ხნის წინ ვან გოგის სახლ-მუზეუმს 92 წლის ჰააგელმა ქალმა აჩუქა მცირე ზომის ნახატი. ტილოზე გამოსახულია ბარის ინტერიერი და წარწერა „ვინსენტი“
მხატვარი გარკვეული დროით ჰააგაში ცხოვრობდა, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ ნახატი მას ეკუთვნოდეს.
ნახატის ნამდვილობის დადგენას ერთი წელი დასჭირდება.