საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის პირველ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი აირჩიეს და კომისიის დებულება დამტკიცდა.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იქნება ლაშა თორდია, რომელიც კომისიაში უმრავლესობის კვოტითაა. კომისიის მდივანი კი იქნება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი რატი მაისურაძე. კომისიამ კანდიდატები ერთხმად დაამტკიცა და ასევე ერთხმად დაამტკიცა კომისიის დებულება.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მთავარი ფუნქცია იქნება კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება ან თავად კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის გადაწყვეტილებით, როდესაც კომისიის თავმჯდომარე აღნიშნულ ფუნქციას ვერ ასრულებს, არ იმყოფება ქვეყანაში ან შეუჩერდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კომისიის მდივნის მთავარი ფუნქცია კი იქნება კომისიის სხდომის ჩატარების უზრუნველყოფა, ოქმის შედეგნა და ოქმსა და სათანადო დოკუმენტაციაზე ხელის მოწერა.
აღნიშნული საკითხი გათავლისწინებულია კომისიის დადგენილებაში, რომელიც კომისიამ დღესვე ერთხმად დაამტკიცა. დებულება შედგენილია პარლამენტის რეგლამენტის თანახმად და განსაზღვრულია კომისიის მიზნები და ამოცანები.
კომიისიის მთავარი მიზანი იქნება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შესწავლა და სათანადო დასკვნების გაკეთება. ასევე დებულებით განსაზღვრულია კომისიის უფლებამოსილება საჭირო მასალის გამოთხოვისა და აგრეთვე საჭირო პირთაგან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით.
კომისია რეგლამენტის თანახმად სამი თვით შეიქმნა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მას უფლება აქვს სამი თვის შემდეგ მუშაობა კვლავ სამი თვით გააგრძელოს. სათანადო გადაწყვეტილება მიიღება სესიაზე კომისიის მოთხოვნის თანახმად.