ბატონი მეთოფიშვილი, სამწუხაროდ დიდი ხანია გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს, - განაცახადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის განცხადებაზე.
„ბატონი მეთოფიშვილი, სამწუხაროდ დიდი ხანია გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს და იმ ჩარჩოებს, რა ჩარჩოებშიც შეიძლება მოსამართლე აფიქსირებდეს თავის პოზიციას. მე, უბრალოდ, რჩევის სახით იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეს მინდა ვუთხრა, რომ ეს განცხადებები მათ ისედაც დაზიანებულ რეპუტაციას დამატებით აზიანებს, ძალიან ცუდად წარმოაჩენს მათ სახეს და დაფიქრდნენ კარგად ეს განცხადებები მათ ეხმარება თუ პირიქით, ძალიან ხელს უშლით“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსნებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ პასუხის ღირსად არ თვლის ბესელიას და მისნაირ პოლიტიკოსებს. მისივე თქმით, ბესელიასნაირი პოლიტიკოსები ცდილობენ, მოიპოვონ გავლენა სასამართლო სისტემაზე და “ჯიბის” სასამართლოდ აქციონ უზენაესი სასამართლო".