დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნული ინფორმაცია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ დაადასტურა
არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავებული ადამიანები სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებულები.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.