ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე სროლა იყო, ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
თვითმხილველების განცხადებით, 5 გასროლის ხმა გაიგეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაჭრილი არავინაა.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 18-108 და 236-ე, მუხლით დაიწყო, რაც განზარხ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.