საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს გენერალ ჟილ ჟანვიეს შეხვდა.
შეხვედრისას ქართულმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მიმართა, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა ხელი შეუწყონ არასრულწლოვანი ქართველი ბავშვების გათავისუფლებას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კონსულტაციებს და თანამშრომლობას ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.