მე მივესალმები ამას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, განვითარებულ ქვეყნებში სერიოზული ბრძოლაა გამოცხადებული fake ნიუსებსა და ცილისწამებაზე.
„მე მივესალმები ამას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის ჩართულობაც. განვითარებულ ქვეყნებში სერიოზული ბრძოლაა გამოცხადებული fake ნიუსებზე, ცილისწამებაზე. მაგალითად, საფრანგეთმა უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. გერმანიაც, თუ არ ვცდები, მუშაობს ამ მიმართულებით და ჩვენც, რა თქმა უნდა, ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ამ პრობლემას გავუმკლავდეთ“, - განაცხადა კალაძემ.