ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ირაკლი გრძელიშვილი პოპულარული ამერიკული სერიალ „გრეის ანატომიას“ (Grey's Anatomy) ახალ, მე-15 სეზონში ითამაშებს. ამის შესახებ აშშ-ში მცხოვრებმა 25 წლის მსახიობმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.
სამსახიობო კარიერა გრძელიშვილმა 15 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც თეატრალურ სკოლა-სტუდიაში დადიოდა. ამის შემდეგ ის რუსთაველის თეატრის სცენაზე გამოდიოდა და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობდა.
ამერიკული სამედიცინო დრამა სერიალი გრეის ანატომია ტელეარხ ABC-ზე 2005 წლის 27 მარტს გამოვიდა. სერიალს აქცენტი აკეთებს რეზიდენტებისა და ექიმების გამოგონილ ცხოვრებაზე. ქირურგები ცდილობენ ერთმანეთს შეუთავსონ სამსახურისა და პირადი ცხოვრების ურთიერთობები. სათაური გრეის ანატომია შექმნილია ამავე სახელწოდების წიგნისგან, რომელიც ჰენრი გრეიმ შექმნა და აღწერა ადამიანის სხეულის ანატომია. სერიალში პაციენტების ისტორიები და ოპერაციები სწორედ ამ წიგნის მიხედვით არის შექმნილი. მოქმედება ვითარდება სიეტლში, ასევე გამოგონილ გრეი-სლოუნის კლინიკაში (ყოფილი სიეტლ გრეისი), თუმცა გადაღებები მიმდინარეობს ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში.
სერიალს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო მათ შორის, 2007 წლის ოქროს გლობუსი საუკეთესო დრამა სერიალისთვის და 26 ემის ნომინაცია ჯილდოსთვის საუკეთესო სერიალი.