საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, გასული 2018 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 5 033 323 მგზავრს მოემსახურა. 2017 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 23.55%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 77.20%-ით არის გაზრდილი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 808 619 მგზავრს მოემსახურა, რაც 20.37%-ით (644 480 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2017 წლის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა;
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 598 891 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 20.83% ით (103 223 მგზავრით) მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე;
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 52.37%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 617 373 მგზავრი - 212 200 მგზავრით მეტი ვიდრე 2017 წელს;
2018 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 3 557-ით მეტი რეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო - 24 536, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 21 519, ხოლო ჩარტერების 3 017. 2017 წელს განხორციელებულ რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 16.96%-ს შეადგენს.
რაც შეეხება საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილებს, 2018 წლის მონაცემებით, წამყვან პოზიციებზე სამ ავიაკომპანია იმყოფება, ესენია: “Wizz Air”, “Turkish Airlines” და ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways”-ი. სხვაობა სამი ავიაგადამზიდველის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას შორის უმნიშვნელოა.
რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
2018 წლის განმავლობაში 45 069 მგზავრი გადაიყვანა ამავე წელს დაფუძნებულმა ქართულმა ავიაკომპანია “Myway Airlines”-მა, 20 822 მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო „AK Air Georgia”-მ, რომელიც ასევე 2018 წელს შეიქმნა და ადგილობრივი რეისების შესრულებითაა დაკავებული. მათი წილი საავიაციო ბაზარზე ამ ეტაპზე უმნიშვნელოა. “Georgian Airways”-ის მიერ გადაყვანილი მგზავრების გათვალისწინებით, პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის ერთი წლის დინამიკაში მცირედით შეიცვალა და თუ 2017 წელს გადაყვანილი მგზავრების 90% უცხოური ავიაკომპანიებზე მოდიოდა, 2018 წელს მათი წილი 2%-ით შემცირდა და შესაბამისად წილობრივი მონაცემები ასე გადანაწილდა: 88% (უცხოური ა/კ) / 12% (ქართული ა/კ).