9 თებერვალს, დრეზდენის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქართველი რეჟისორის დათა თავაძის სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. დათა თავაძე დრეზდენის თეატრში ფრიდრიხ შილერის დრამას „ვერაგობა და სიყვარულს წარმოადგენს“.
აღსანიშნავია ისიც, რომ სპექტაკლს მუსიკალურად ქართველი კომპოზიტორი ნიკა ფასური გააფორმებს. მუსიკა სპექტაკლის მიმდინარეობისას ცოცხლად შესრულდება.
გერმანულ თეატრში ეს დათა თავაძის პირველი ნამუშევარი არ არის. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა თავაძის სპექტაკლის „ვეფხვი და ლომი" პრემიერა, რომელიც ქართველი დრამატურგის დავით გაბუნიას პიესის მიხედვით კარლსრუეს თეატრის დასმა წარმოადგინა.
გერმანული დრამატურგიის კლასიკურ ნიმუშად აღიარებული დრამა „ვერაგობა და სიყვარული“ ფრიდრიხ შილერმა 1784 წელს დაწერა.