გუნდის დაშლის საფრთხეს არ ვხედავ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გუნდში მსჯელობა უნდა იყოს რაც შეიძლება საღი, გამჭვირვალე და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული.
"მე მაქვს ჩემი მკაფიოდ გამოხატული მოსაზრება. თუ ის ვინმეს მოსაზრებას ემთხვევა, ეს იქნება მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია თუ სხვა, არ ნიშნავს, რომ რომელიმე ადამიანის ჯგუფს მივეკუთვნები. მე ვარ უმრავლესობის წევრი და მაქვს მკაფიო პოზიციები საკითხებზე, რომელსაც მუდამ ვაფიქსირებ. თუ ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე ან სხვა ადამიანები რაიმე თავის ნაბიჯს გადადგამენ, ეს მათი უფლებაა", - განაცხადა კობერიძემ.