პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე საუბრობს. საქმე ეხება „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირის, გია აბაშიძის განცხადებას, სადაც ის ბესელიას „ომეგა ჯგუფთან“ კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.
„ვიღაცის ვირეშმაკულად მოფიქრებული სქემაა, რომ ოქუაშვილი ჩაუდონ ბესელიას. ანუ სხვისი პრობლემა გადმოიტანონ ბესელიაზე და ილუზია აქვთ, რომ ამით დაავიწყდებათ რეალური ანატომია რა იყო ოქუაშვილის საქმის. ხელისუფლებას იმის რესურსი, რომ სახელმწიფოებრივი ამოცანები გადაწყვიტოს არ აქვს და ძირითადად დაკავებულია ნაგავში ქექვით. პოლიტიკური ბომჟის პოზიციაშია დღეს ხელისუფლება. ერთადერთი რაც დარჩენია საკუთარ ნაგავში იქექოს, მეტი არაფერი“, - ამბობს პოლიტოლოგი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ექპერტმა გია აბაშიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეკა ბესელიამ დიდი ოდენობით ქრთამი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილსგან აიღო, რათა მისი ბიზნესის პრობლემები მოეგვარებინდა და სასამართლოში ლობირება მოეხდინა. ეკა ბესელიამ ბრალდებას ლონდონიდან უპასუხა და აღნიშნა, რომ გია აბაშიძეს ამის დაწერა დაავალეს.