1-ელი იანვრიდან დამსაქმებლებისთვის ახალი ვალდებულებები ამოქმედდა. კერძოდ: შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით, სავალდებულო ხდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულის დაზღვევა.
დამსაქმებელივალდებულია, დანიშნოს, ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. ის აგებს პასუხს, თუკი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო რაიმე ინციდენტი ან უბედური შემთხვევა მოხდება. აუცილებელია, უსაფრთხოების სპეციალისტს ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება და გააჩნდეს აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოწმობა.