დიახ, დღეს ბესელია სწორ პოზიციაზეა, რომ ჯირყვნის კოლექტიურ ჩინჩალაძე-მურუსიძეს, ოღონდ მათ მხოლოდ 9 წლის მსახურებად მოიხსენიებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯმდომარის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად, სიმართლე ისაა, რომ ვერც პროტო და ვერც „ნეოქოცები“ ქვეყანას დამოუკიდებელ სასამართლოს ვერ მოუტანენ.
„ესენი 9 წლის მერე უკვე 6 წელია არიან, ივანიშვილს ემსახურებიან და თქვენ ხელში პოლიტიკური ოპოზიციის დევნის ინსტრუმენტს წარმოადგენენ, რაც თქვენ არასდროს გაგიპროტესტებიათ. მეტიც, ტურავა რომ „სიმულანტობდა“, თქვენ მას უმსგავსოდ ამართლებდით. განსხვავებით იმ 9 წლისგან, ეს ხალხი ახლა ფულსაც აკეთებს. ამდენად, რაც ახლა „ოცნებაში“ ხდება, არა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის, არამედ სასამართლოზე გავლენისთვის ბრძოლაა. ამასთანავე, ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ეს უვადო ბოროტება შევაჩეროთ. ამიტომ, მივესალმები „პროტოქოცთა“ ამ ამბოხს, თუნდაც რომ მერკანტილური მიზნებით იყოს ნაკარნახევი. სიმართლე კი ისაა, რომ ვერც პროტო და ვერც „ნეოქოცები“ ქვეყანას დამოუკიდებელ სასამართლოს ვერ მოუტანენ. მათ ეს შანსი ხელიდან გაუშვეს. ახლა მთავარია, უვადო ბოროტება შევაჩეროთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, ეკა ბესელიამ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.