„ნაციონალური მოძრაობა“ პოზიორობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რამე ნიშანი თუ არსებობს, რომელიც საარჩევნო უბნებზე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, გამოძიება ისედაც იწყება.
„ისედაც ჰქონდათ დავალება, დარღვევა იქნებოდა თუ არა, საჩივარი დაეწერათ. თუ დარღვევა შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, ასეთი რეაგირება საჩივრის გზით მოხდა. ამას „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიორობა არ სჭირდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურას მიმართავს და საპრეზიდენტო არჩვენების დღეს ცალკეულ უბნებზე შესაძლო გაყალბების ფაქტების გამოძიებას ითხოვს.