მე ნამდვილად არ ველოდები, რომ მივიღებთ რეალურ პასუხებს იმიტომ, რომ თავად დანაშაულის დამკვეთი ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე გიორგი გახარია, ცხადია, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში შს მინისტრის მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარია გადამდგარი უნდა იყოს, რადგან თავადაა პასუხისმგებელი ბევრ უკანონო დავალებაზე.
„მას ვკითხავთ, ამდენი ხნის მანძილზე რატომ არ გამოიძიეს და არ დასაჯეს შესაბამისი პირები სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეზე, მუხთარლის გატაცებაზე, ახალქალაქში ოპოზიციის წევრების უმოწყალოდ ცემაზე, ონში, მათ შორს მინისტრის მოადგილე საბანაძის მამის დანაშაულებრივ ქმედებაზე, ია კერძაიას გარდაცვალებაზე. უამრავი მწვავე კითხვაა და მე ნამდვილად არ ველოდები, რომ მივიღებთ რეალურ პასუხებს იმიტომ, რომ თავად დანაშაულის დამკვეთი ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე გიორგი გახარია, ცხადია, ბიძინა ივანიშვილის დავალებით“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, გიორგი გახარია პარლამენტში დღეს მივა.