SpaceX-სა და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა ლოს ანჯელესის ქვეშ ჩქაროსნული მიწისქვეშა გვირაბი გახსნა. პრეზენტაცია ჟურნლისტებისა და ვიპ-სტუმრებისთვის გაიმართა. სტუმრები მიწისქვეშ ცხრა მეტრის სიღრმეში ლიფტით დაეშვნენ.
დაშვების დასრულების შემდეგ ვიწრო გვირაბმა, რომელიც წითელი იყო მწვანე ფერი მიიღო და ავტომობილი დაიძრა. ის საათში 65 კმ-ით მოძრაობდა.
1კმ-სა და 500 მეტრის სიგძის გზა სამ წუთში დაიფარა, სწორედ ამდენივე დრო დასჭირდათ სტუმრებს მაღლა ასვლისას. მასკმა, რომელიც ტრანპორტით გადატვირთული ლოს ანჯელსის პრობლემის მოგვარებას მიწისქვეშა გვირაბებში ხედავს, მგზავრობას ეპიკური უწოდა.
მისი თქმით, გვირაბები მომავალში შუშასავით პრიალა იქნება. გვირაბი ჩქაროსნული მაგისტრალის მსგავსი იქნება. ის ასევ არ გამორიცხავს, რომ მიწისქვეშა გვირაბებით შესაძლოა, ქვეითებმა და ველოსიპედისტებმაც ისარგებლონ.