საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთან ტელეფონით ისაუბრებს.
როგორც სააკაშვილმა ავლაბრის საპრეზიდნეტო რეზიდენციაში "ქრისტიან-დემოკარტებთან" შეხვედრაზე განაცხადა, ის ბაიდენსა და სარკოზის რუსული მხარის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებზე მიაწვდის ინფორმაციას.
"მე ხვალ (დღეს. რედ.)აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს დაველაპარაკები. გარდა ამისა, საუბარი ვითხოვე საფრანგეთის პრეზიდენტთან, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გარანტორთან. მათთან საუბარში რუსული მხარის იმ პროვოკაციების საკითხს დავაყენებ, რომელსაც თითქმის ყოველდღე აქვს ადგილი", - განაცხადა სააკაშვილმა.