ვწუხვარ და ვითხოვ განმარტებას, მათ შორის, მისი მხრიდან, რასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულ კონცერტთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური აქტივობა და მეორე მხრივ, პუტინის თანდასწრებით სიმღერა ჩემთვის მიუღებელია.
„ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ეს ფაქტი. ვწუხვარ და პირდაპირ გეტყვით, რომ პოლიტიკური აქტივობა და მეორე მხრივ, პუტინის თანდასწრებით სიმღერა ჩემთვის მიუღებელია. ვწუხვარ და ვითხოვ განმარტებას, მათ შორის, მისი მხრიდან, რასთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა ვაშაძემ.