როგორც ჩანს, არეულია პოლიტიკოსსა და მომღერალს შორის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილმა პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულ კონცერტთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, პაატა ბურჭულაძე, როგორც მომღერალი სხვადასხვა კონცერტის მონაწილე არაერთხელ ყოფილა და ამ შემთხვევაში განსაკუთრებული კითხვები მის მიმართ არ არის, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი შეზღუდული უნდა იყოს.
„პოლიტიკოსის მხრიდან ეს საქციელი როგორც მინიმუმ უხერხულია. მომღერალი თავის თავზე უფრო აგებს პასუხს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მომღერალს უფრო მეტი სოციალური და საჯარო პასუხისმგებლობა ჰქონდეს. ამ შემთხვევაში ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ პოლიტიკოსის ქმედებები ამორალურია, რომელიც სხვებს მორალს უკითხავს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ რუსეთში იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.