თუ პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსობაზე აქვს ისევ ხედვა, ალბათ ნაკლებად მისაღები იქნება ასეთი ნაბიჯის გადადგმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულ კონცერტთან დაკავშირებით განუცხადა.
„ორი მიმართულება არის: პოლიტიკა და ხელოვნება. ხელოვნების მიმართულებას ვერანაირად ვერ შევაფასებ, ეს თავად ხელოვანის გადასაწყვეტია, რა აუდიტორიის წინაშე იმღერებს. ხოლო, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, თუ მას პოლიტიკოსობაზე აქვს ისევ ხედვა, ალბათ ნაკლებად მისაღები იქნება ასეთი ნაბიჯის გადადგმა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ რუსეთში იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.