პაატა ბურჭულაძის პოზიცია არასდროს არ შეცვლილა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულ კონცერტთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, პაატა ბურჭულაძე ყოველთვის რუსული ნომენკლატურა იყო.
„იგი, რასაკვირველია იყო ყოველთვის რუსული ნომენკლატურა, თუმცა ვთქვათ კულტურის სფეროში, კიდევ სხვა სფეროში ამას დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს არის ნაწილი რუსული კულტურის. კულტურაში რასაკვირველია ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ შეუთავსებადია პოლიტიკურ ამბიციებთან, რომელიც მას აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ რუსეთში იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.