მართლა აგებ [გიორგი] გახარია პასუხს, ძალიან მკაცრად აგებ, იმიტომ, რომ ხარ კლასიკური მაფიოზი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომელიც დავით კირკიტაძის სახლთან იმყოფება.
მისი თქმით, ზონდერების ნაცვლად პოლიცია დაზარალებულის, კირკიტაძის სახლთან მივიდა.
"ორივე ყბა გაუტეხეს ადამიანს ზონდერების თავდასხმის შედეგად, იდენტიფიცირებულები არიან ზონდერები და ზონდერებთან კიარ მიდიან ადამიანებთან სახლებში, რომლებიც გუშინ თავს იცავდა.
თუკი ვინმე იყო გუშინ მოძალადე, იყო გახარიას ბრძანებით კუპატაძე და საბანაძე. მაგრამ ესენი არიან ერთი საერთო დანაშაულებრივი რაღაც დაჯგუფება, რომლებიც აგებთ პასუხს, არავის შერჩენია არც გაყალბებული არჩევნები, არც ძალადობა, არც დაჭერები და არც მკვლელობა", - განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, დილიდან გაერთიანებული ოპოზიცის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. სამართალდამცველების მობილიზება გუშინდელ აქციას უკავშირდება.