თბილისს სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვია.
მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.
მინისტრის მოადგილემ სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისთვის და ხაზი გაუსვა სომხეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მაღალი ვიზიტების გაცვლის სიხშირეს, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
არმენ სარქისიანი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.
აღსანიშნავია,რომ მიმდინარე წელს არმენ სარქისიანი თბილისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა.