წინასაარჩევნოდაც, ამჟამად უკვე არჩეულმა პრეზიდენტმა დაადასტურა მრავალგზის, რომ ის იქნება დამოუკიდებელი და ყველას პრეზიდენტი, შესაბამისად, პროტესტი დღევანდელ დღეს ნაკლებად უხდება, - ამის შესახებ პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის შექმნილი სპეციალური კომისიის წევრმა ლაშა ჟვანიამ ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ექსცესები არ იქნება.
„უფრო მნიშვნელოვანია ვიფიქროთ იმაზე, ეს ჩვენი გახლეჩილი და გაყოფილი საზოგადოება როგორ გავერთიანდეთ. ჩვენი საზოგადოება მხოლოდ პოლიტიკურად არ არის გახლეჩილი. ბევრი სხვადასხვა ნიშნით ვართ გახლეჩილი და მნიშვნელოვანია ვიფიქროთ. ეს იქნება პრეზიდენტის პირველი პრიორიტეტი, რომ თავად შესთავაზოს ის გზები როგორ მოხდეს საზოგადოების და ქვეყნის გაერთიანება. დარწმუნებული ვარ ექსცესები არ იქნება. ეს საკუთარი ქვეყნის მიმართ პატივისცემაა და როდესაც ეს გვაერთიანებს და გვამოძრავებს, ექსცესები არ იქნება“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.