დღეიდან საპარლამენტო კომიტეტებში სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა იწყება.
ირაკლი ტუღუშს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ელოდებიან. მოხსენებაში საუბარია 2009 წლის პირველ ნახევარზე. ამ საკითხზე დაგეგმილია რამდენიმე დახურული შეხვედრა.
დახურულ სხდომებზე მიწვეული იქნებიან იმ უწყებათა ხელმძღვანელები, რომელთა დარღვევებზეც სახალხო დამცველის ანგარიშშია საუბარი.
ანგარიშს დეპუტატები საპარლამენტო სესიაზე დეკემბერში განიხილავენ.