სუამის საპარლამენტო ასამბლეის მეოთხე სხდომა დღეს დაიხურება. დღეს ხელი მოეწერება შემაჯამებელ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც სუამის წევრი სახელმწიფოების სამომავლო თანამშრომლობის გეგმა განისაზღვრება.
დოკუმენტი კონფლიქტების დარეგულირების ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებას და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
სხდომის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.
გუშინ საღამოს სუამის ქვეყნის წარმომადგენლებისათვის პარლამენტის თავმჯდომარის სახელით მიღება გაიმართა.