საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალია ქართველ დიპლომატებს ქვეყანაში ბიზნესმენების ჩამოყვანის გეგმას წარუდგენს.
"შეხვედრაზე ძალიან მარტივ გეგმას წარვადგენ, რომელიც ეხება ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვას. ამ გეგმაში დეტალურადაა საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მსხვილი ბიზნესმენების საქართველოში ჩამოყვანა, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და პირადად მე შემხვდებიან და საშუალება ექნებათ პირველი პირებისგან მოისმინონ ინფომრაცია არსებულ საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირეებით" - განაცხადა ვერა ქობალიამ.
მისივე თქმით, ელჩებთან საუბარი შეეხება ისეთი სფეროების განვითარებას როგორიც არის სატრანსპორტო, საავიაციო და საზღვაო, ასევე რაც შეიძლება მეტი ტურისტის მოზიდვას.
"როგორც იცით, ადრე ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტს ევროპის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა. მიმაჩნია, რომ ახლა მუშაობა უკვე აზიის მიმართულებითაც უნდა გავაძლიეროთ და აზიელი ინვესტორები მოვიზიდოთ" - აღნიშნა ქობალიამ.
შეგახსენებთ რომ ამბასადორიალი სამი დღე გაგრძელდება და 9 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტთან ქართველი ელჩების შეხვედრით დაიხურება.