ქართველ საკულტო რეჟისორ რობერტ სტურუას რუსული დრამატული თეატრის ფესტივალის „რეჟისურის გაკვეთილები” სპეციალური ჯილდო გადაეცა, - ნათქვამია თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის განცხადებაში.
რობერტ სტურუამ ფესტივალის ფარგლებში მოსკოვის თეატრ Et Cetera -ში დადგმული სპექტაკლი „რევიზორი.ვერსია” წარადგინა.
სტურუასთან ერთად ფესტივალზე პრიზები გადაეცათ რეჟისორებს რიმას ტუმინასის, კამა გინკასის, ადოლფ შაპიროს, იური ბუტუსოვს, სერგეი ჟენოვაჩისა და სხვა ცნობილ რეჟისორებს.
ფესტივალი „რეჟისურის გაკვეთილები“ მოსკოვსა და სანქტ–პეტერბურგში „თეატრალური ხელოვნების ბიენალეს“ ფარგლებში გაიმართა. იგი რუსეთის კულტურის სამინისტროსა და პრეზიდენტის გრანტების ფონდის მხარდაჭერით იმართება და 17 დეკემბერს დასრულდება.