ქართულ საბანკო სივრცეში პირველი სრულად ციფრული ბანკი - სფეისი გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელმა სწრაფად შენიშნა და ყურადღება მიაქცია.
„სფეისის გუნდში ვცდილობთ, შევქმნათ ყოველდღიური ბანკინგის სრულიად ახლებური სერვისი, მომავლის ციფრული ბანკი, რომლის განვითარების მთავარი მონაწილე თავად მომხმარებელია”,- ამბობენ სფეისში.
არ იფიქრო იმაზე, რომელი ბანკის მომხმარებელი ხარ, უბრალოდ გააერთიანე შენი ყველა საბანკო ბარათი ერთ აპლიკაციაში და შეასრულე სასურველი ოპერაცია.
თუ ონლაინ სესხის აღება გინდა, ისარგებლე მარტივი და მომენტალური სესხით. თანაც არ მოგიწევს, რომ სისწრაფეში ზედმეტი თანხა გადაიხადო.
დაგჭირვებია თანხა მაშინ, როცა თითქოს გათვლილი გაქვს შენი ფინანსები თვის განმავლობაში? ვიცით, რომ ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, მათ შორის, ფინანსური მოულოდნელობებით. ამ დროს გჭირდება მარტივი და სწრაფი გამოსავალი. თანამედროვე სამყაროში, რომელშიც შენი ქმედებების დიდი ნაწილი ინტერნეტის საშუალებით შეგიძლია განახორციელო, ასევე შეგიძლია სესხი ონლაინ აიღო. მნიშვნელობა არ აქვს, ფული ხელფასამდე დაგჭირდა, თუ მოგზაურობისას დაგაკლდა თანხა, ჩვენი მეგობრობა 24 საათიანია და შეგიძლია სესხი აიღო ზუსტად მაშინ, როცა შენ ეს გჭირდება.
მაგრამ არსებობს არაერთი უარყოფითი მხარე, რომლის გამოც თავს იკავებ სესხის აღებისას. ასეთები კი ბევრია:
- ფილიალებში აქეთ-იქით სირბილი და საკრედიტო ოფიცერისთვის შენი ფინანსური დეტალების ჩამოთვლა
- ჯარიმა სესხის წინასწარი დაფარვის შემთხვევაში
- საკომისიოები, საპროცენტო განაკვეთის გამოთვლის შენთვის გაუგებარი პროცესი
- თუ სხვა ბანკს, რომლის კლიენტიც არ ხარ, უკეთესი პირობები აქვს, იქ კიდე ახალი ანგარიშის გახსნის დამატებითი პროცესს.
სფეისში ჩვენც უბრალო მომხმარებლები ვართ, სხვადასხვა ფინანსური სერვისით ვსარგებლობთ და არის რაღაც საკითხები, რომელთა გამარტივებაც სულ გვინდოდა. შემდეგ კი გავაანალიზეთ ის უარყოფითი მხარეები, რაც
სესხის აღებას უკავშირდება და შემოგთავაზეთ სესხის აღება სრულიად ციფრულ ბანკში.
რატომ უნდა აიღო სესხი სფეისში ?
- სფეისში ონლაინ სესხიშეგიძლია 2 წუთში აიღო
- ჩვენთან სესხის ლიმიტი 100 ლარიდან 25000 ლარამდე, თანაც ხუთ წლამდე ვადით
- ორჯერ გადახდის შემდეგ, ერთი გადახდის გამოტოვება შეგიძლია
- სესხის წლიური ეფექტური პროცენტი 15%-დან იწყება და ინდივიდუალურად დგინდება საკრედიტო ისტორიის, შემოსავლებისა და სხვა ვალდებულებების მოცულობის გათვალისწინებით.
- კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში, მობილურით აკეთებ განაცხადს და მომენტალურად იღებ პასუხს, არ აქვს მნიშვნელობა ქვეყნის რომელ ნაწილში ხარ
- თუ სესხის დაფარვა მოგინდა წინასწარ, ამ შემთხვევაში არ ჯარიმდები
შენ მიერ აღებული სწრაფი სესხი შეგიძლია ნებისმიერი ბანკის ბარათზე დაირიცხო მომენტალურად
სფეისში სესხის აღება იმაზე ბევრად მარტივია, ვიდრე შენ ეს წარმოგიდგენია. უბრალოდ სცადე და გადმოწერე აპლიკაცია, დააჭირე მთავარ გვერდზე პლუსს, მიუთითე სესხის ოდენობა და პასუხს მომენტალურად მიიღებ.
თუ პირობები შენთვის ხელსაყრელი იყო, დააჭერ „შემდეგს” და უბრალოდ მიჰყვები ინსტრუქციას. როდესაც სესხი დაგიმტკიცდება, ფული მომენტალურად დაგიჯდება მითითებული ბარათის ანგარიშზე.
რეგიონში პირველი სრულად ციფრული ბანკის მიზანია, გახდეს ყველაზე მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი ყოველდღიური ფინანსური სერვისების მიმწოდებელი.
სფეისით შესაძლებელია შემდეგი მომსახურების მიღება:
- დისტანციურად ანგარიშის გახსნა;
- ბარათის შეკვეთა უფასოდ, სახლში მიტანის სერვისით;
- ნებისმიერი ბანკის ბარათის მიბმა;
- ბარათებს შორის თანხის მომენტალური გადარიცხვა 24/7;
- კომუნალურების გადახდა, მობილურის ბალანსის შევსება და სხვა ტიპის გადახდები;
- მობილურის ნომრით ან ნებისმიერი მესენჯერით თანხის გადარიცხვა;
- სესხის აღება 2 წუთში