დღეს, 10 ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.
როგორც იგი აღნიშნავს, სხდომაზე კომისიის დებულებას დაამტკიცებენ და კომისიის მდივნისა და თავმჯდომარის მოაგილეს აირჩევენ.
რაც შეეხება მდივნისა და თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურებს, სავარაუდოდ, ამ თანამდებობებს უმრავლესობის წარმომადგენელი ლაშა თორდია და "ქრისტიან- დემოკრატების" წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე დაიკავებენ.
"კომისიაში ფრაქციის გარეთ მყოფი დეპუტატებიდან ერთ-ერთი უკვე კომისიის თავმჯდომარეა. იმისთვის, რომ კომისია იყოს შეკრული, მიმაჩნია, რომ ეს ორი თანამდებობა უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა უნდა დაიკავონ", - აცხადებს ბაღათურია.
სავარაუდოდ, კომისიის მდივანი გახდება ლაშა თორდია, თავმჯდომარის მოადგილე კი _ ლევან ვეფხვაძე, ეს საკითხები დაზუსტებით სხდომაზე გადაწყდება.