საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, ბიზნეს ასოციაციასთან და რამდენიმე დარგობრივ ბიზნეს ასოციაციასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების საფუძველზე საქსტატმა დღეს ყოველთვიური საინფორმაციო პაკეტების გავრცელება დაიწყო. ინფორმაცია მომზადებულია დარგობრივი ბიზნეს ასოციაციების კონკრტეული მოთხოვნების საფუძველზე და ბიზნეს ასოციაციებს უსასყიდლოდ მიეწოდებათ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განსაზღვრავს ხელმომწერ მხარეთა შორის თანამშრომლობის პრინციპებს საქსტატსა და ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობის და სასურველი ინფორმაციის გაცვლის საფუძ¬ველ¬ზე.
სამომავლოდ, "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" კანონის შესაბამისად, საქსტატი სახელმწიფო სტატისტიკური პროგრამის ფარგლებს გარეთ მომზადებული სტატისტიკური ინფორმაციის ფასიან მომსახურებაზე ეტაპობრივ გადასვლას გეგმავს.