ჩემი გზავნილი ჩემი 360037 ამომრჩევლისთვის ვინც მე ხმა მომცა და ვინც არ მომცა მათვისაც, თქვენ სამი არჩევანი გაქვთ - სალომე, ვაშაძე და არც ერთი. ეს არჩევანი გაკეთებული მაღალი პასუიხმგებლობის გრძნობით არის ღირსეული არჩევანი, - ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
„როდესაც ჩვენ გვესმის რომ დილემაა - არჩევანია ან ერთი ან მეორე და რა გავაკეთო. მე კატეგორიულად ვეწინააღმდგები ამ შეხედულებას. მე ვფიქრობ, რომ სამი არჩევანია. დავიწყებ იმით, რომ არჩევნებზე მიუსვლელობა არაფრით შეიძლება. ამიტომ მე ყველა მოქალაქეს, მივმართავ, ვთხოვ, ვეხვეწები, აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე. შესაძლოა ეს იყოს უახლოესი მომავლისთვის საბედისწერო არჩევნები. არჩავანი არის სამი და არა ორი. ჩვენ ამ არჩევნებზე, სამწუხაროდ, არ ვირჩევთ პრეზიდენტს, ჩვენ ვირჩევთ ქვეყნის განვითარების გზას. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, 1 მილიონ ქართველს ჩავაბაროთ ქვეყანა, თავისი ლიდერიანად, რათა მეორე 1 მილიონი ქართველი ზედმეტად გამოაცხადონ, მოღალატედ გამოაცხადონ, ხორცმეტად გამოაცხადონ, დამნაშავედ, მონად გამოაცხადონ, თუ მეორე კანიდადტს ვაძლევთ ხმას და მან და მისმა მხარდამჭერმა მილიონმა ადამიანმა, ხორცმეტად, მონად, ზედმეტად გამოაცხადონ ამ ქვეყანაში. თუ ამ ქვეყანაში ვართ ადამიანები, რომლებიც ვამბობთ - არა ბატონებო, არ მოგცემთ ამის საშუალებას, ნახევარმა საქართველომ ნახევარი საქართველო იმად წამოაჩინოს როგორც დღეს ეპყრობიან კანდიდატები და მათი მხარდამჭერები. ჩვენ ვამბობთ, არ მოგცემთ საქართველოს გახლეჩვის საშუალებას. ამიტომ არც ერთს არ გაძლევთ ხმას. ამით თქვენ ორივეს გეხმარებით იმაში, რომ არ გაანადგუროთ ერთმანეთი და ამით ჩვენ ქვეყანას ვეხმარებით იმაში, რომ თქვენი გასანადგურებელი არ გახდეს“, - განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ არჩევნებით ერთი გაიმარჯვებს თუ მეორე, სახელისუფლებო საკითხი არ წყდება.