მსოფლიო კინოს ვარსკვლავ ენტონი ჰოპკინსსა და მსახიობ ანეტ ბენიგს ამერიკელი მწერლის ერნეს ჰემენგუეის ცხოვრებისადმი მიძღვნილ ფილმში "ჰემენგუეი და ფუენტესი" გადაიღებენ.
ფილმს მსახიობი და რეჟისორი ენდი გარსია გადაიღებს. სცენარი ენდი გარსიამ და მწერლის შვილიშვილმა ჰილარი ჰემენგუეიმ დაწერეს.
"ჰემენგუეი და ფუენტესი" იმ დროზე მოგვითხრობს, როდესაც მწერალი კუბაში ცხოვრობდა. იგი იქ გრეგირიო ფუენტესს დაუმეგობრდა, რომელთანაც ერთად ხშირად დადიოდა სათევზაოდ, სადაც შეუყვარდა იტალიელი გოგონა. სწორედ მან აღაფრთოვანა მწერალი, რასც შემდგომ მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები "მოხუცი და ზღვა" მოჰყვა.
თავად ენდი გარია ფუენტესის როლს შეასრულებს, ხოლო ანეტ ბენიგი ჰემენგუეის მესამე ცოლის _ მერი უელშის როლს. მწერლის როლს ენტონი ჰოპკინსი შეასრულებს.
იმის გარდა, რომ გარსია ფილმის რეჟისორი და სცენარის თანაავტორია, იგი ერთ-ერთი პროდიუსერიც იქნება. როგორც გარსია აცხადებს, იგი დიდი ხანია ოცნებობს გადაიღოს ფილმი ჰემენგუეის კუბაზე ყოფნის პერიოდზე და მის მეგობრობაე ფაუენტესთან.
ფილმის სცენარი ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწერა, თუმცა მისი გადაღებები იმის გამო გადაიდო, რომ მსახიობი სურათზე - The Lost City მუშაობდა. შემდეგ დიდი დრო მსახიობების ძებნამ წაიღო. საბოლოოდ გარსიამ თავის არჩევანი ენტონი ჰოპკინსსზე შეაჩერა.