დიდი ბრიტანეთის მთავრობის კაბინეტის ინფორმაციით, ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, ბრექსიტთან დაკავშირებით ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ტექნიკურ დონეზე შეთანხმებას მიაღწიეს. აღნიშულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს
ირლანდიური საზღვრის საკითხი იყო ბოლო საკითხი, რომელმაც განსაკუთრებით დიდი დრო მოითხოვა ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების მიღწევის პროცესში.
კაბინეტის წევრების განცხადებით, შეთანხმების სრულ ტექსტს ისინი უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებენ.
შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.