დიდი ბრიტანეთის მთავრი "ბოიზ-ბენდი" _ Take That სრული შემადგენლობით გაერთიანდება. როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, რობი უილიამსმა ჯგუფში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, იგი "დაბრუნდა და სხვა წევრებთან ერთად მუშაობს".
ჯგუფის სხვა მუსიკოსები, რომლებიც 2005 წელს გაერთიანდნენ, ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.
Take That სრული შემადგენლობით 1990-1996 წლებში გამოდიოდა და იმ პერიოდში 25 მილიონი დისკი გაყიდა. ჯგუფი 2005 წელს რობი უილიამსის გარეშე აღდგა და 2008 წელს ალბომი «The Circus» გამოუშვა, რომელიც 2 მილიონი ტირაჟით გაიყიდა.
1996 წელს, ჯგუფის დაშლის შემდეგ, რობი უილიამსმა სოლო კარიერა დაიწყო, რომელიც წარმატებული გამოდგა. მან 7 ალბომი გამოსცა, რომლის საერთო ტირაჟმა 55 მილიონი შეადგინა. მისი მერვე ალბომი "Reality Killed The Video Star" ამ დღეებში გაიყიდება.