მცხეთაში 15 ჰექტარი შერეული ტყის მასივი იწვის. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაპუნა ხაჩიძემ განუცხადა, შემთხვეის ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს, თუმცა ცეცხლის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მისივე ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში ხანძრის ჩასაქრობად ავიაციის ჩართვაც მოხდება.
ადგილზე გარემოს დაცვის ინსპექციის და სატყეო დეპარტმანტის წარმომადგენლებითან ერთად საპატრულო პოლიციაც იმყოფება. ღამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე სატყეო დეპარტამენტის უფროსი პაპუნა ხაჩიძეც ჩავა.
ხანძარი მცხეთის სასაფლოს ტერიტორიაზე გაჩნდა, რის შემდეგაც ტყის მასივზე გავრცელდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი შეიძლება დაუდევრობა გამხდარიყო.