თუ მირზა სუბელიანი ან მისი ოჯახის წევრები ჩემთან შეხვედრას მოითხოვენ, აუცილებლად შევხვდები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს.
მისი თქმით, მირზა სუბელიანთან მას შემდეგ კომუნიკაცია არ ჰქონია.
„მე ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი განმარტება გავაკეთე. მას შემდეგ არ მქონია კომუნიკაცია. ორი დღის წინ ჩამოვედი. თუ მირზა სუბელიანი ან მისი ოჯახის წევრები ჩემთან შეხვედრას მოითხოვენ, აუცილებლად შევხვდები", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ორი დღის წინ მირზა სუბელიანის მეუღლემ დაურეკა თუმცა, დეტალებზე ჯაფარიძემ არ ისაუბრა.