ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის, გ.ჯ.-ს ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობებს, რომელიც მტკიცებულებების დართვას ეხება, არ დაეთანხმება.
"წინა სხდომაზე ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, მოითხოვა ახალი მტკიცებულებების დართვა, ახალი მოწმეების დაკითხვა სააპელაციო სასამართლოში. ჩვენ, დაცვის მხარეს მიგვაჩნია, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, უსაფუძვლოა და არ გამიმდინარეობს სისხლის სანართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან. შესაბამისად, ჩვენ დღეს დავასაბუთებთ იმას, რომ ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, არცერთი მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით. მოწმეთა ნაწილი, ვის დაკითხვასაც ბრალდების მხარე ითხივს, უკვე დაკითხულია და რეალურად საქმეში არ არსებობს ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც იგივე მოწმე უნდა დაიკითხოს სააპელაციოში", - განაცხადა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 30 მაისს, არასრულწლოვნები გ.ჯ. და გ.ბ. დამნაშავედ ცნო. გ.ჯ. დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის, გ.ბ. კი, ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. გ.ჯ.-ს ადვოკატი მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას, გ.ბ.- ადვოკატი კი მის სრულად გამართლებას ითხოვს.
ბრალდების მხარე კი, ორივესთვის მკვლელობის ნაწილში გამტყუნებას ითხოვს.