ჩვენ ვაანალიზებთ შეცდომებს, რომლებიც გვაქვს და ხალხს არავითარ შემთხვევაში არ ვაბრალებთ იმას, რა შედეგიც დადგა. პრობლემები და შეცდომები პირველ რიგში ჩვენ თავში უნდა ვეძებოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ამომრჩეველთან ნაკლები კომუნიკაციაა.
„იყო მთელი რიგი გარკვეული შეცდომები, რომელიც საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად მგრძნობიარედ აღიქვა. მათ შორის იყო კომუნიკაციის პრობლემა. ჩვენს ამომრჩეველთან საკმარისად არ ვიმუშავეთ, რაც თითოეული ჩვენგანის შეცდომა იყო. როდესაც ხელისუფლებაში ხარ, ბევრი სახელმწიფო საქმით ხარ დაკავებული. მე პირადად იმდენი სამსახურეობრივი საქმე მაქვს, რაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყოველდღიურ გამოწვევებს შეეხება სხვა საკითხებთან ერთად, არ მყოფნის დრო საკმარისად მქონდეს კომუნიკაცია ამომრჩეველთან. ამომრჩეველს ამ მხრივ ბოდიში მინდა მოვუხადო. როდესაც არის არჩევნები და ასეთი ვითარება, თავისთავად უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება",- განაცხადა სესიაშვილმა.