სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა თანამდებობა დატოვა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ის თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.
არსებული ცნობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის ფუნქციებს დროებით იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე შეითავსებს.