პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისი დატოვა.
მას შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. მას ასევე, არც ერთ დასმულ შეკითხვაზე არ უპასუხია.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრა უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს.
შეხვედრას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.
არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე მსჯელობენ.