"ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები ესწრებიან.
საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბექა დავითულიანის განცხადებით, მსჯელობა მიმდინარეობს მეორე ტურთან დაკავშირებით, ასევე, იმ პირველი რანგის პრობლემებზე , რომელიც გადასაწყვეტია.
"ჩვენ მოსახლეობისგან მივიღეთ გზავნილი, რომელსაც შესაბამისი პასუხი და რეაგირება სჭირდება. მიმდინარეობს იმ ნაბიჯების დაგეგმვა, რომლითაც ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ", - განაცხადა დავითულიანმა.