გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მეორე ტურში მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს იმ ფონზე, როდესაც დავით ბაქრაძემ და შესაბამისად "ევროპულმა საქართველომ" გამოუცხადა მას მხარდაჭერა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის მინიმუმ 10%–იანი უპირატესობა.
„ბუნებრივია, არსებობს იმედი, რომ ამას სხვა ამომრჩეველიც დაემატება, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ოპოზიციურმა კანდიდატებმა პირდაპირ არ დაუჭირეს მხარი. ეს არის ისეთი უპირატესობა, რომელიც ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი კანდიდატი დამარცხდება, ამას უნდა შეეგუონ და მშვიდად შეხვდნენ", - განაცხადა სერგო რატიანმა.