სამოქალაქო ომის შესახებ განცხადება ჩვენმა კოლეგამ გააკეთა, რაც მისი პირადი აზრია. სანამ ხელისუფლებაში ვართ, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. ქართულ საზოგადოებას სამოქალაქო ომი არ ეკადრება. დემოკრატიის იმ დონეზე ვართ, სადაც ყველაფერი არჩევნების გზით უნდა გადაწყდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ უმრავლესობის დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი არ არის ის ხელისუფლებაზე, რომელიც შეცდომებს არ აღიარებს
„პირველ რიგში, ის ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომელსაც საზოგადოება ჩვენგან ელოდება. საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ მივხვდით არასწორ ნაბიჯებს, რომელიც გადავდგით. შედეგმა დაგვანახა, რომ გადადგმული ნაბიჯები გარკვეულწილად არასწორი იყო, რომლის გამოსწორების დრო ახლა არის. გარკვეული საკითხები რადიკალურად უნდა შევცვალოთ, რაც იმის გარანტი იქნება, რომ საზოგადოება ამას დაიჯერებს. არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც შეცდომებს არ აღიარებს“, – განაცხადა კილაძემ.
ცნობისთვის, გუშინ გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სამოქალაქო ომს გამოიწვევს.