„როცა ამხელა ცდომილებაა, „ფსიქოპროექტის“ ადგილზე სახელს გადავირქმევდი და სხვა საქმეს მივხედავდი“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ დაკვეთილ ეგზიტპოლების შედეგებზე საუბრისას, რომელიც „ფსიქოპროექტმა“ ჩაატარა.
ბექა ნაცვლიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებს შეაფასა და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მხრიდან არ იყო ომახიანი, რამაც ამომრჩეველზე იმოქმედა.
ქართული ოცნების დაკვეთით საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლი "ფსიქოპროექტმა" ჩაატარა, რომლის შედეგებითაც არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო - 52.3%. ცესკომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 38.63%, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 37.74% აქვს.