საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ფილიპინები-საქართველოს ბიზნესისა და მეგობრობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ტელმო ლუის კუნანანი მიიღო.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება ფილიპინების რესპუბლიკაში დაკავებული 13 ქართველი მეზღვაურის გათავისუფლების საკითხს, ასევე ფილიპინებში საქართველოს საპატიო კონსულის დანიშვნის პერსპექტივას დაეთმო.
ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა მიღებულ იქნეს სასწრაფი ზომები ქართველი მეზღვაურების გასათავისუფლებლად.