ამ არჩევნების მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია, - ამის შესახებ ეუთო-ს სპეციალური კოორდინატორმა კრისტიან ვიგენინმა განაცხადა.
მისი თქმით, ისინი აკვირდებიან არჩევნებს და ქართველ ხალხს უცხადებენ სოლიდარობას.
„გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. გვექნება ძალიან ობიექტური შეფასება. გვაქვს იმედი, რომ არჩევნები იქნება მშვიდობიანი. ვიმედოვნებთ, რომ ქართველ ხალხს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება და შედეგი მათი სურვილის შესაბამისი იქნება. ეს არის ჩვენი მისია და ამოცანა. ჩვენ დავსვით კითხვები დღეს საარჩევნო უბანზე. ამ კითხვებზე პასუხები ვიცოდით, მაგრამ შევამოწმეთ, თუ რამდენად მზად იყვნენ კომისიის წევრები. შთამბეჭდავია, საარჩევნო დღეს ადგილობრივი დამკვირვებლების რაოდენობაც. ამ არჩევნების მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია”, – განაცხადა მან.